კბილის პასტა „აპიდენტი“ პირის ღრუსა და კბილების ყოველდღიური მოვლის თანამედროვე და ეფექტური საშუალებაა. შექმნილია ერთ–ერთი ყველაზე ელიტარული და სასარგებლო გამწმენდის საფუძველზე, რომელიც შემადგენლობით ძალიან ახლოსაა კბილის მინანქართან და ხელს უწყობს მის თვითაღდგენას.
პირის ღრუს მოვლა
პირის ღრუს სავლები
პირის ღრუს სავლებში შემავალი პროპოლისი და კრაზანა (Hyperikum) ნატურალური პროდუქტებია, რომლებთაც ახასიათებთ მძლავრი ანტიბაქტერიული თვისებები. კრაზანაში (Hyperikum) შედის მოლიბდენი. რომელსაც აქვს უნარი კბილის მინანქარში შეაკავოს ფტორი და ამით დაიცვას კბილები კარიესისგან.
კბილის პასტა „აპიდენტ PRO“ – ეს არის ახალი თაობის კბილის პასტა, მასში გათვალისწინებულია პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებებთან დაკავშირებული ბოლო დროის სამეცნიერო მიღწევები.
ღრძილების გელი ,,აპიდენტ აქტივი”
ღრძილების გელი პირის ღრუს ჰიგიენის საუკეთესო საშუალებაა. გელში შემავალი აქტიური კომპონენტები ღრმად აღწევენ ანთების კერაში. გელს აქვს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.
საღეჭი პროპოლისიანი ცვილი ჯანჯაფილით შეიცავს 300-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებას, მცენარეულ ფლავონოიდებს, ბიოფლავონებს. ჯანჯაფილი აძლიერებს პროპოლისიანი ცვილის მოქმედებას. კარგია გაციების, ხველების, ყელის ტკივილის დროს. ხელს უწყობს პირის ღრუს დაცვას დაავადებების გამომწვევი მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან.